ინსტრუქცია საექსპერტო დასკვნისათვის
შეფასებისთვის წინამდებარე ფორმა შეიცავს 10 სტუქტურულ-შინაარსობრივ ელემენტს, რომელიც წარმოდგენილია შესაბამისი კრიტერიუმით და ამ კრიტერიუმთან ნაშრომის შესაბამისობის გამომხატველი შეფასებითი ლექსიკური ერთეულებით - საკმარისად, ნაწილობრივ, არასაკმარისად.
საკმარისად - შესაფასებელი ელემენტი სრულ შესაბამისობაშია კრიტერიუმის მოთხოვნასთან. შეიძლება 1-2 შემთხვევაში დაშვებულ იყოს უზუსტობა, ან უმნიშვნელო ხასიათის ხარვეზი შეცდომა (რომელიც უნდა მიეთითოს კომენტარის ველში).
ნაწილობრივ - შესაფასებელი ელემენტი ნაწილობრივ შეესაბამება კრიტერიუმის მოთხოვნას. შეიძლება ერთ შემთხვევაში დაშვებულ იყოს არსებითი ხასიათის უზუსტობა/შეცდომა, რაც მოითხოვს ამ ნაწილის კორექტირებას.
არასაკმარისად - შესაფასებელი ელემენტი არ შეესაბამება კრიტერიუმის მოთხოვნას. შეიძლება დაშვებულ იყოს, როგორც არა არსებითი, ისე ერთზე მეტი არსებითი ხასიათის შეცდომა.
მონიშნეთ კრიტერიუმის ქვედა უჯრიდან ერთ-ერთი (საკმარისად, ნაწილობრივ, არასაკმარისად), რომელიც გამოხატავს თქვენს მოსაზრებას კონკრეტული კრიტერიუმის მიმართ.
შესაბამის ველში კომენტარის გაკეთება სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე კრიტერიუმის ფარგლებში, ნაშრომი შეფასებულია „ნაწილობრივ“ და ექსპერტი მასალის კორექტირებას აუცილებელად მიიჩნევს, ან შეფასებულია „არასაკმარისად“.